მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება მთავრობა რესტორნებს და კვების სხვა ობიექტებს?- თურნავას განმარტება

5eb3ec4c3a99e
ინგა მურუსიძე
07.05.20 15:10
1119
რესტორნები და კვების სხვა ობიექტები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს სექტორი ალბათ ყველაზე სწრაფად აღდგება და შიდა ტურიზმიც გარკვეულად დატვირთავს ამ ობიექტებს. 

„ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას მათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისა, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ და მოემზადონ ამოქმედებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, - აღნიშნა მინისტრმა.