მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება მთავრობა შემოსავლის გარეშე დარჩენილ თვითდასაქმებულებს-პასუხი

5e87074c43465
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 13:52
1597
მთავრობა COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ უმუშევრობის დახმარების პროგრამაზე მუშაობს. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა ზუსტი რაოდენობა აპრილ-მაისში დადგინდება, როდესაც სტატისტიკის მიხედვით ცნობილი გახდება თუ რამდენად შემცირდება ქვეყანაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა.

კითხვაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს დახმარება თვითდასაქმებულთა მიმართ, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ მოქალაქეთა ეს კატეგორია სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულ სხვა შეღავათებში უკვე წაქცევა, მათ შორისაა კომუნალური გადასახადების 3-თვიანი სუბსიდირება და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 3 თვით გადავადება.

“რაც შეეხება თვითდასაქებულ პირებს, ვინც დაკარგეს შემოსავალი, ამ ნაწილშიც ჩვენ უკვე ვაჟღერებთ ყველა იმ შეღავათს, რომელიც ეხება მოქალაქეთა თუნდაც კომუნალური ხარჯების დაფინანსებას და ეს შეღავათი ჩვენ შევთავაზეთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მოხმარების დონეც შეესაბამება სოციალურად შეჭირვებული ფენის მოხმარებას, როგორც აღვნიშნეთ ეს დახმარება 1.2 მილიონ ოჯახზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებში შედიან ისინიც, ვინც არიან თვითდასაქმებულები და მათზეც ვრცელდება ის შეღავათები, რომლებიც ეხება კომუნალური გადასახადების გადახდას და ის შეღავათებიც, რომლებიც ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უკვე შესთავაზეს მოქალაქეებს, რის ფარგლებშიც მათ 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ გადაავადონ სესხების გადახდა,” - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად 1.69 მილიონი ადამიანი ითვლება, საიდანაც 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით 50% თვითდასაქმებული, 50% კი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია.