24.იანვარი .2020 10:30

როგორ დასრულდა 2019 წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში? - საელჩო წელს აჯამებს

views 578
უკან

შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2019 წელს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულებით ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდა, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, საელჩოს ცნობით:

- 2019 წელს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მზადყოფნას და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

- 2019 წელს, საკანონმდებლო დონეზე საქართველოს მხარდამჭერი მაღალი დონის ყურადღება გამოვლინდა მთელი რიგი რეზოლუციებისა და საკანონმდებლო აქტების ორპარტიული დამტკიცებით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი:

- წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ირველი ცალკემდგომი კანონი "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელიც რუსეთს - დეოკუპაციას და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სრული მხარდაჭერის გაგრძელებას ავალდებულებს;

- 2020 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონში (გაერთიანებული აპროპრიაციების აქტი) საქართველოს გაზრდილი დაფინანსება უმაღლეს ნიშნულს, 132,025,000 მილიონს გაუტოლდა.

- 2017 – 2018 წლების კვალდაკვალ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდამჭერი განაცხადი ჩაიდო 2019 წლის საბიუჯეტო კანონსა და აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც.

- აშშ-ის კონგრესი საქართველოს მიიჩნევს როგორც "მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორის" და მხარს უჭერს აქტიურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოს თავდაცვა-უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დახმარების გაზრდის ჩათვლით.

- 2019 წელს საქართველო-აშშ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების შედეგად საქართველოში შეერთებული შტატებიდან $100 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობით ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

- ასევე, 2019 წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა