მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან? - გიორგი კეპულაძე

6140717df1834
ლიკა გურაბანიძე
14.09.21 14:08
674

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან და რატომ გახშირდა ის? - ამ თემაზე “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ “საქმიან დილაში” ისაუბრა. "აღნიშნულს მომხმარებლის ინტერნეტზე მეტად დამოკიდებულება იწვევს", - თქვა გიორგი კეპულაძემ და თაღლითური შემთხვევებისგან თავის დაცვის მექანიზმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“ბოლო პერიოდში პირად ანგარიშებზე თაღლითური შეტევები მეტად გააქტიურდა. ტრანზაქციები მთლიანად გადასულია ინტერნეტ ან მობაილ ბანკზე, რადგან ის ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი და მარტივია. სწორედ ამიტომ, თაღლითების ყურადღება პირადი მონაცემების მოპოვების მიზნით უფრო მეტად ინტერნეტ სივრცეზე გადავიდა.

როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი?

თუ დავაკვირდებით საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვა მცირე ოდენობებით ხდება, ეს შესაძლოა მომხმარებელმა ვერც კი შეამჩნიოს. მომხმარებელმა კონკრეტული დაცვის მექანიზმი უნდა ჩართოს და მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მისი პირადი სისტემა თაღლითების ხელში არ მოხვდეს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, ინტერნეტ მაღაზიის სანდო ვებგვერდები,სადაც საკუთარი ანგარიშები შეგვყავს და მას ვენდობით, თუმცა ბოლო პერიოდში გახშირდა ე.წ. კლონირებული ვებგვერდის შექმნა. რას ნიშნავს ეს? ის შეიძლება ძალიან ჰგავდეს არსებულ ვებგვერდს. ყველა არსებული კოდი და რიცხვი უნდა გადავამოწმოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გვერდი რეალურია, ასევე კარგად უნდა დავაკვირდეთ შემოთავაზების შინაარსს. ასევე, სჯობს ბარათი დავაზღვიოთ ან სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელებაზე სპეციალური SMS სისტემა ჩავრთოთ. თუ ბარათს დავკარგავთ, უმჯობესია ბანკს ის დავაბლოკინოთ და ახალი ბარათი დავამზადებინოთ", - განმარტავს გიორგი კეპულაძე.