18.მარტი .2020 19:10

როგორ დავრჩეთ პროდუქტიულები სახლიდან მუშაობის პირობებში - პრაქტიკული რჩევები MYHOME-სგან

views 362
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ასევე, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე ბევრი ქართული კომპანია გადავიდა დისტანციურად მუშაობის მოდელზე, თუმცა, ცოტა ჩვენგანს თუ აქვს ამის გამოცდილება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაგვეზიარებინა დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარება იყო ისეთივე ნაყოფიერი იზოლაციაშიც, როგორც ოფისში. მაშ ასე:


• მოიწყე ოფისი სახლში. პირველ რიგში, გამოყავი იზოლირებული სამუშაო სივრცე, არ არის აუცილებელი ეს იყოს ცალკე კაბინეტი, საკმარისია „სამსახური“ მოაწყო განცალკევებულ სამუშაო მაგიდასთან, ან ოთახის ერთ კუთხეში მაინც, რომელიც მხოლოდ მუშაობისთვის იქნება განკუთვნილი;
• დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. ისევე როგორც სამსახურში, დისტანციურადაც დაიწყე მუშაობა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნის პრიორეტების გადანაწილება. ამიტომ შეგიძლია დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო დაყო მცირე დავალებებად, დაალაგო ისინი პრიორიტეტების მიხედვით და გაუწერო დასრულების დრო. ამგვარად უფრო ორგანიზებული იქნები;

• გამოიყენე დამხმარე საშუალებები. კომფორტი სამუშაო სივრცეში არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოიწყე მყუდრო ოფისი ყველა საჭირო ტექნიკით და აქსესუარით. სამუშაოდ წინასწარ მოამზადე ყველა რესურსი, რაც შეიძლება დაგჭირდეს პროცესში. დაიხმარე პრაქტიკული აპლიკაციები და ვებ გვერდები, შეგიძლია გამოიყენო ASANA დავალებების გასაწერად, ან მაღვიძარის ფუნქცია - დროის კონტროლისთვის, შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი და შენი სამუშაოს სპეციფიკაზე მორგებული საშუალება. ასევე, წინასაწარ, მაქსიმალურად გამორიცხე შემაფერხებელი ტექნიკური ფაქტორები,, რაც შეიძლება მოგვიანებით წარმოიქმნას.


• გადაინაცვლე ვირტუალურ ოფისში. შეინარჩუნე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და შეიქმენი სამუშაო განწყობა. ოფისში მისვლისას ბევრი ჩვენგანი სამუშაო დღეს იწყებს ყავით. შეგიძლია ეს სასიამოვნო რიტუალი სახლშიც შეასრულო თანამშრომლებთან ერთად, თუმცა ახლა უკვე ონლაინ. ბევრი ჩვენგანისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება. გამოეწყე ისე, როგორც სამსახურში. შეეცადე, სახლიდან მუშაობა ყველა კომპონენტით, მაქსიმალურად დაუახლოვო ჩვეულ სამუშაო რეჟიმს თვითიზოლაციამდე.

• სამუშაო დრო მხოლოდ სამსახურისთვის. სახლში ხშირად წარმოიქმნება შემაფერხებელი ფაქტორები ოჯახის წევრების თუ მეგობრების სახით. მუშაობის დროს გამორიცხე ყველა სახის კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვისთანაც ჩვეულ სამუშაო რეჟიმში არ გექნებოდა კონტაქტი. აუხსენი მათ რომ ახლა სამსახურში ხარ. თუმცა, არ დაგავიწყდეს, ასევე გამოყო შესვენება შუადღის ლანჩისთვის. ხოლო, სამუშაო დრო მთლიანად სამსახურს დაუთმე.

იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგება და უფრო ნაყოფიერს გახდის შენს დისტანციურად მუშაობის პროცესს.



(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა