საქართველოს სამთო კურორტები 2019-2020 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები გუდაურსა და ბაკურიანში, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა გოდერძიზე, რასაც მესტიაში უშუქობისა და ბუნებრივი აირის არქონის პრობლემაც ემატება.
კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას, მათი სრულყოფილი საქმიანობის საწარმოებლად, სხვადასხვა რეგიონში სამთო კურორტებზე არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
გარდა ამისა, BM.GE-სთან საუბრისას კერძო სექტორის წარმომადგენლები სამთო კურორტებზე სამედიცინო ცენტრების პრობლემაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ როდესაც ერთი უწყება იზიდავს ტურისტებს, მეორე უწყებამ ჩამოსულ სტუმრებს შესაბამისი გარემო უნდა დაახვედროს.
როგორც ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, როდესაც კურორტი ეწყობა, საავადმყოფოც შესაბამისი სტანდარტების უნდა იყოს.
„მესტიაში არ არის მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი სამედიცინო ცენტრი. როდესაც ამხელა კურორტი ეწყობა, დავუშვათ ჩავიდა ხალხი, შესაბამისად მიმართვიანობაც გაიზრდება, არ არის ეს საავადმყოფო გათვლილი იმაზე, რომ ადამიანმა ძალიან სწრაფად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
ტურისტების მოზიდვა საკმაოდ ეფექტურად ხდება, მაგრამ კითხვა გვაქვს - რომ მოვიზიდეთ მერე რა ხდება? სახლემწიფომ მოიზიდა ხალხი, ჩამოვიდნენ და უკმაყოფილოები დარჩნენ, პრობლემა ეს არის! ვერ გავაკრიტიკებ ტურიზმის ადმინისტრაციას, რომელიც თავს არ ზოგავს რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ მეორე სამინისტრო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტი, იქ უკვე პრობლემები გვაქვს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება ეს თუ ჯანდაცვის სამინიტრო. როდესაც კურორტი ეწყობა, ყველაფერი უნდა იყოს მაღალ დონეზე, ეს არ ხდება“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.
BM.GE აღნიშნულ საკითხზე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ , რომ ამ მხრივ მდგომარეობა სამთო კურორტებზე 2019-2020 წლების სეზონზე გაუმჯობესებუულია.
როგორც რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ განაცხადა, მათ დაქვემდებარებაში სამთო კურორტებზე არსებული გუდაურისა და ბაკურიანი სამედიცინო ცენტრებია, ხოლო მესტიისა და გოდერძის კურორტებზე არსებულ ცენტრებს ისინი არ მართვავენ.
„რეგიონებში სამედიცინო ცენტრებთან დაკავშირებით კარგი მდგომარეობაა, ექიმები არიან, წამალი არის, საავადმყოფოები არის და მუშაობენ. ბაკურიანში არის ჩვენი კლინიკა. ველოდებით, რომ ახალი აპარატურა უნდა შევიდეს ბაკურიანში. სამთო კურორტებზე ჩვენს დაქვემდებარებაშია ბაკურიანისა და გუდაურის სამედიცინო ცენტრები.
სტაციონარი არსებობს იმისთვის, რომ ან გაუწიოს პირველადი დამარება პაციენტებს ან მისი კომპეტენციის ფარგლებში დააყოვნოს, რომ პრობლემა არ შეექმნას. რაც შეეხება, რეფერალის მანქანას, დღე არის, როდესაც 7-8 პაციენტი შედის და როგორ წარმოგიდგენიათ ავტოპარკი იდგეს იქ და მორიგეობით წაიყვანოს პაციენტი საჭიროების შემთხვევაში?! შესაბამისად, თუ ვუყურებთ, რომ სჭირდება გადაყვანა, მაგ შემთხვევაში მოდის შესაბამისი სამსახურის მანქანა. რაც შეეხება სასწრაფოს - სასწრაფოები იქ დგანან.
ტრავმატოლოგიურ დახმარებასაც გავუწევთ, რეანიმაციულ დახმარებასაც გავუწევთ, სუნთქვის აპარატსაც ჩავრთავთ, ნებისმიერ დახმარებას გავუწევთ რაც პირველად დახმარებას ეხება“, - განმარტა ნუგზარ ბოლქვაძემ.
BM.GE მესტიაში, სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მესტიის მერს კახა ჟორჟოლიანსაც დაუკავშირდა და ჰკითხა რამდენად შეესაამება იქ არსებული ცენტრი თანამედროვე სტანდარტებს, რაზეც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა: "მესტიის საავადმყოფო სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ სეზონს განსაკუთრებულად მომზადებულები შევხვდით და საავადმყოფოში ტრავმატოლოგიც მოვიწვიეთ. შესაბამისად პაციენტების მომსახურება უხარვეზოდ მიმდინარეობს".
რაც შეეხება სასწრაფო ეკიპაჟების მომსახურებას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ წელს ყველა კუროტზე დამატებითი ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
„წელს აბსოლუტურად ყველა კურორტზე იყო გაგზავნილი დამატებითი ეკიპაჟები, დაახლოებით 11 ეკიპაჟი იყო გაგზავნილი ყველა კურორტზე ჯამში - ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, ჰაწვალსა და გოდერძიზე. ბაკურიანსა და გუდაურში დამატებით რეფერალის მანქანები დგას“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი