მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარება Visa უკრაინელებს? – "პირველივე დღიდანვე მათ გვერდში ვართ"

62b2171faa9b5
ალა ისპირიანი
21.06.22 23:08
1081
Visa-ს ბარათი რუსეთის ტერიტორიაზე აღარ მუშაობს  – ამის შესახებ კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა დიანა კიღურაძემ „Forbes კვირაში“ განაცხადა.

მან იმ ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებზეც ისაუბრა, რაც კომპანიამ უკრაინელი ხალხისთვის გააკეთა. 

„რთულ სიტუაციაში მოგვიწია მუშაობა, რადგან კიევში უდიდესი ჰაბი გვაქვს. იქ დასაქმებულია ბევრი ადამიანი და ჩვენ ამ მოვლენების დაწყებიდნავე მათ გვერდით ვართ. დავხურეთ ბიზნესი რუსეთში და ყველა ბიზნესოპერაცია შევაჩერეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ არც რუსეთში და არც რეგიონში გაცემული ჩვენი ბარათები რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს.

ვაგრძელებთ [დახმარებას] განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინა ასეთ მდგომარეობაშია. ვცდილობთ აქედან დავეხმაროთ. Visa-ს მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული შემოწირულების 200 000 დოლარი უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას გადავურიცხეთ.

ამის გარდა დამატებით 100 000 გამოვყავით - მოვუწოდეთ მოსახლეობას, ვისაც ვიზა ბარათი აქვს, რომ დონაცია გაეკეთებინა და ჩვენ "ვიზა" უზრუნველვყოთ ამ დონაციების გასამმაგებას.

ასევე არის ლოკალური ინიციატივები, რომელიც "Phubber" -თან ერთად დავნერგეთ და გავუშვით, რითაც უკრაინელ არტისტებს და დიზაინერებს შესაძლებლობა მივეცით, Phubber-ის აპლიკაციაზე თავიანთი პროდუქცია არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს გააცნონ“, - განაცხადა მან.