მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმაურებიან ქართველი ბიზნესმენები ლარის მკვეთრ გაუფასურებას?

606337ab61d54
ინგა მურუსიძე
30.03.21 23:20
1420
"ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ქართულ ეკონომიკაში პოზიტიური ფაქტორების ქმედება დაიწყება", - ამის შესახებ „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 2.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებაში კი ლარი 2.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0044 ლარი გახდა.


კურსის მკვეთ გაუფასურებას დღეს არაერთი ბიზნესმენი გამოეხმაურა. საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარი არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად საზოგადოების ტკივილია.

“ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ღიად ვსაუბრობთ. ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ - აინტერესებთ, რა იქნება გამოსავალი“, - აცხადებს ფხაკაძე.

ბიზნესმენი და კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი კი ამბობს, რომ "დღეს ეროვნული ვალუტის მერყეობისა და გაუფასურების გამო, დანაზოგს ლარში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გააკეთებს".

ლარის გაუფასურების მიზეზებზე ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც საუბრობს. მისი თქმით, ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი მართვის შედეგია და მეტი ყურადღება კრიზისულ პერიოდში მოქნილ და ყოველდღიურ მართვაზე უნდა გაკეთდეს.