მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო სათამაშოების უსაფრთხოებას - რა წერია რეგლამენტში?

5e2859b942f34
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.20 18:22
1391
2020 წლის 20 იანვარს საქართველოს მთავრობამ 47-ე დადგენილებით სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე არსებული მეორადი სათამაშოების მაღაზიები აკრიტიკებენ.

როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო 14 წლამდე ასაკის ბაშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების უსაფრთხოებას და სათამაშოების ბიზნესის დარეგულირების რა ბერკეტები ექნება მას?

დადგენილების თანახმად, ბაზრის მარეგულირებლის ფუნქციას სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს, რომელიც სათამაშოების ადგილობრივ ბაზარზე ეკონომიკურ ოპერატორებს გააკონტროლებს და მათი სათამაშოების უსაფრთხოებას 2021 წლის 1 იანვრამდე შეამოწმებს/ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანს.

ამასთან, სათამაშოების იმპორტის კონტროლი შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით საბაჟოზე გაკონტროლდება. ქვეყნებიდან, სადაც სათამაშოების უსაფრთხობის რეგლამენტები მოქმედებს, იმპორტირებულ საქონელს უნდა ერთვოდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სათამაშოების იმპორტიორმა შემოსავლების სამსახურს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ უნდა აჩვენოს, რომლის წარუდგენლობის შემთხვევაში, უწყება შეძლებს საქონელი მისი მფლობელის ხარჯზე საბაჟოზე გააჩეროს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსულია, ეჭვისა და რისკების არსბეობის შემთხვევაში ზედამხედველ ორგანოსთან კოორდინაციით, საბაჟოზე შეაჩეროს საქონელი და ამის შესახებ ბაზრის ზედამხედველობის სამსახურს აცნობოს, რომელიც თავის მხრივ 3 სამუშაო დღეში საბაჟოზე მოახდენს დოკუმენტაციის შემოწმებას და საჭიროების შემთხევაში, ნიმუშებს აკრედიტებულ ლაბორატორიაში გააგზავნის. ამ პროეცედურისთვის გამოყოფილი იქნება 2 სამუშაო დღე.

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი სრულად 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.