მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადანაწილდა საპარლამენტო თანამდებობები

5ddbc8f012283
BM.GE
25.11.19 16:28
1127
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები დაასახელა.

საქმე იმაშია, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები „ოცნების“ 12-მა დეპუტატმა დატოვა და მათ შორის იყვნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და სამი კომიტეტის თავმჯდომარეები.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. გარდა ამისა, ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტსაც შეითავსებს.

მიმდინარე სასესიო კვირაში კი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან სხვა საპარლამენტო თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. კერძოდ, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა. ვიცე-სპიკერების პოსტს დაიკავებენ, ასევე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ირაკლი ბერაია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - გენადი მარგველაშვილი, ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - გურამ მაჭარაშვილი.