მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ „გადავარჩინოთ“ საყვარელი რესტორნები - New York Times-ის 3 რჩევა

5f832e6e1cfcc
თათია კაკიაშვილი
12.10.20 00:02
1057
COVID 19-ის პანდემიამ რომ თითქმის ყველას და ყველაფერს და თან მსოფლიო მასშტაბით პრობლემები შეუქმნა და გამოწვევების წინაშე დააყენა, ახალი არაა. გამონაკლისი არც კვების ინდუსტრიაა. მსოფლიოში ბევრი რესტორანი ან დაიხურა ან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

როგორც The New York Times-ი წერს, პანდემიის ეფექტი განსაკუთრებით პატარა, საოჯახო რესტორნებზე აისახა და მცირე ბიზნესების მფლობელებს ოპერირების გაგრძელება უჭირთ. შემოდგომის დადგომასთან ერთად კი, ტემპერატურის კლება კიდევ ერთი ბარიერია, რის გამოც რესტორნების გარე ლოკაციებზე სადილი მომხმარებლებისთვის მიმზიდველობას თანდათან კარგავს.

The New York Times-ი სან-ფრანცისკოში მდებარე, 1973 წელს გახსნილი საოჯახო რესტორან Everett and Jones-ის მაგალითზე ყვება, რომ მისმა მენეჯერმა დორცია უაიტმა covid-გამოწვევაზე პასუხი ონლაინ-მიწოდების სერვისის ამოქმედებით სცადა, რადგან ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას ცოტა ხნის წინ გახსნილი რესტორნის ფილიალი ტურისტების გარეშე დარჩა. „ჩვენი მოლოდინი უკვე წარსულს ჩაბარდა”, - ამბობს რესტორნის მენეჯერი. გამოცემა წერს, რომ Everett and Jones-ი მომხმარებლების შეკვეთებს ონლაინ იღებს, თუმცა მოთხოვნა საგრძნობლადაა შემცირებული.

New York Times-ის სტატიაში მოცემულია რჩევები, რაც ავტორის აზრით, პანდემიის პერიოდში კვების ბიზნესს გადარჩენაში დაეხმარება:

1. ისარგებლეთ რესტორნების “თან წაღების“ სერვისით - კვირაში ერთხელ მაინც გამოყავით დრო რელაქსაციისთვის და თან ამით რესტორნების “გადარჩენას” შეძლებთ.

2. სადილი შეუკვეთეთ იმ რესტორნიდან, რომელსაც დისტანციური მომსახურება აქვს - მსოფლიოში თითქმის არ დარჩა ადგილი, სადაც მომხმარებლისთვის ხელსაყრელი მიწოდების სერვისი არ მოქმედებს. მათ შორის არის რესტორნები, რომლებიც მომხმარებელს არაერთ ფასდაკლებას სთავაზობს ე.წ. “ონლაინ შეკვეთის” მოთხოვნის შემთხვევაში.

3. შეკვეთა თავად წამოიღეთ და ნაღდი ფულით გადაიხადეთ - თუ არც რესტორანში შესვლა და არც მისი გარე ლოკაციით სარგებლობა გსურთ, თავი არ შეიზღუდოთ და კვების ობიექტში მომზადებული სადილი თავად წაიღეთ შინ, ასე სახლში მზარეულობაც აღარ დაგჭირდებათ და თუ ღირებულებას ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარავთ, საბარათე მომსახურების, დაახლოებით, 2%-მდე თანხასაც დაზოგავთ.