მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაირჩევა კორონავირუსი სეზონური გრიპისგან? - ამირან გამყრელიძე

5f5358f76e180
ინგა მურუსიძე
05.09.20 13:25
3458
კორონავირუსმა და გრიპმა შეიძლება ერთმანეთი დაამძიმონ, მთელი მსოფლიო ემზადება მათი „თანაცხოვრებისთვის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, რისკ-ჯგუფებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ. 

„შემოდგომაზე, როგორც წესი, იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპის სიმპტომები და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. გარჩევა რთულია და ეს ხდება ძირითადად ლაბორატორიულად. ცხვირ-ხახის ანალიზიდან გრიპის დროს დაგხვდებათ გრიპი, ხოლო კოვიდ ინფექციის დროს - კორონავირუსი. მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს, რადგან ეს იქნება პირველი სეზონი, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად. ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან შეიძლება ურთიერთდამძიმების პოტენციალი ჰქონდეს. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ჩვენთან რისკ ჯგუფების აცრა დაიწყება გრიპზე და ვინც ამ ჯგუფშია, აუცილებლად უნდა აიცრან. წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უკვე შეძენილი აქვს 135 ათასი ვაქცინა და ის კერძო სექტორსაც აქვს შეკვეთილი. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, დამატებითი დოზების შეძენას სახელმწიფო კიდევ ცდილობს.