მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა 2015-2019 წლებში უაქციზო სიგარეტების ამოღების ფაქტები - სტატისტიკა

5d7e3a449cae9
თელარა გელანტია
16.09.19 10:15
1160
2019 წლის 7 თვეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 106,657 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.

აღნიშნული ინფორმაცი bm.ge-მ შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალურად გამოითხოვა.

უაქციზო სიგარეტების გამოვლენის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდებოდა უაქციზო საქონლის შენახვის, გადაზიდვის თუ რეალიზაციის ფაქტები.

2015 წელი – 3,024 კოლოფი;
2016 წელი - 1,003 კოლოფი;
2017 წელი – 11, 283 კოლოფი;
2018 წელი – 49, 090 კოლოფი;
2019 წელი (7 თვე) – 106, 657 კოლოფი;

ასევე, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრადაა გაზრდილი უაქციზო სიგარეტის გამოვლენის სამართალდარღვევის ფაქტები:

2015 წელი – 2 ფაქტი;
2016 წელი - 4 ფაქტი;
2017 წელი – 164 ფაქტი;
2018 წელი – 723 ფაქტი;
2019 წელი (7 თვე) – 799 ფაქტი.