მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაკონტროლდება საზ.ტრანსპორტში covid-წესების დაცვა? - თბილისის მერია

601d30e8384b4
ინგა მურუსიძე
05.02.21 15:56
1453
8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრასპორტი მუშაობას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები დილიდან ჩვეულ რეჟიმში, 21:00 საათამდე იმუშავებენ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტი პირბადის ტარების გაკონტროლებაზე საუბრობს. მისი თქმით, წესები იგივე იქნება, რაც ჩაკეტვამდე იყო - პირბადის ტარების მაქსიმალური კონტროლი.

„ავტობუსებში პირბადის ტარებაზე საკმაოდ სერიოზული კონტროლი მიდიოდა. მაგალითად, ავტობუსი არ დაიძრებოდა, თუკი მოქალაქეს პირბადე არ ეკეთა ან თუ ვინმე მოიხსნიდა, კონტროლიორი აძლევდა მითითებას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, არაერთხელ გამოგვიძახებია საპატრულო პოლიცია; იგივე სისტემა იმოქმედებს ახლაც. რაც შეეხება მეტროპოლიტენებს, შესასვლელში იდგნენ ჩვენი კონტროლიორები და ახლაც დადგებიან. განვახორციელებთ პირბადის კონტროლს და მის გარეშე არავინ დაიშვება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურებში ადამიანების რაოდენობის მართვას, ხმალაძის თქმით, პირველ რიგში, დააკვირდებიან ადამიანების რაოდენობას და შესაბამისი უწყებები ამის შესახებ მოგვიანებით იმსჯელებენ.