მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამოვიყენოთ იაპონიის მთავრობის ინიციატივა - ხაზარაძე ანაკლიის ახალ პერსპექტივაზე

5e90c28ec78e5
თამთა ჯიჯავაძე
10.04.20 22:53
1775
ჩვენ გვეხსნება ახალი ფანჯარა საკმაოდ სერიოზული ინვესტიციების მოსაზიდად, – ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს. მისი თქმით, კონკრეტული მაგალითია ანაკლიის პორტი და ანაკლიის პორტის უკან არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

„ჩვენს ქვეყანას შეუძლია ეს პანდემიის კრიზისი გამოიყენოს ძალიან სერიოზულად შესაძლებლობების თვალსაზრისით, ჩვენ გვეხსნება ახალი ფანჯარა იმისათვის რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში. კონკრეტული მაგალითი არის ანაკლიის პორტი და ანაკლიის პორტის უკან თავისუფალი ეკონომიკური ზონა ანაკლიის ქალაქად წოდებული.

თქვენ იცით რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანია მუშაობდა იაპონელ პარტნიორებთან ერთად, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ იაპონიის პრემიერის განცხადება, სადაც იაპონიის მთავრობა გამოყოფს ძალიან სერიოზულ თანხას, კონკრეტულად 2 მილიარდ დოლარს იმისათვის რომ იაპონური კომპანიები, რომლებიც ტოვებენ ჩინეთის ბაზარს, წავიდნენ სხვა ლოკაციებზე. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. კერძოდ, იაპონიის მთავრობამ $2,2 მილიარდის მობილიზების შესახებ განაცხადა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისთვის, რათა დაეხმაროს თავის მწარმოებლებს, რომლებსაც ჩინეთში აქვთ წარმოება და რომელთა მიწოდების ქსელები კორონავირუსის გამო შეფერხდა.

კერძოდ, ახალი შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) კომპანიებს ჩინეთიდან იაპონიაში წარმოების გადასატანად მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი იენი კი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადასატანად.