23.მარტი .2020 23:30

როგორ განაგებს სახელმწიფო სპეციალურ ფონდში ბიზნესის შეწირულ თანხებს?

views 452
უკან

ბიზნესმა ძალიან სწრაფად გაიზიარა ჩვენი საჭიროებები, გვერდში დაგვიდგა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე ბიზნესსუბიექტების შემოწირულობები მიზნობრივად იხარჯება.

„შექმნილია სპეციალური ფონდი, სპეციალური პლატფორმა, რომელსაც ბიზნესომბუდსმენი კოორდინაციას უწევს და საკმაოდ სოლიდური დახმარება შემოდის ბიზნესის სხვადასხვა კომპანიიდან, იმისთვის რომ ჩვენ დავეხმაროთ პირველ რიგში ჯანდაცვას, სხვადასხვა მაღალი საჭიროების აპარატურის თუ სხვა საჭიროებების შესაძენად. ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან სწორია. ასეთ დროს ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა