მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაუმკლავდა მთავრობა კორონავირუსის პანდემიას? - რას ფიქრობს ხალხი?

600e8a5c37e2c
თელარა გელანტია
25.01.21 13:07
929
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 60% მიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა.

რესპონდენტების 33% ფიქრობს, რომ მთავრობამ პანდემია ცუდად მართა, ხოლო 7%-ის პასუხი იყო „არ ვიცი“.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ სოფლებში გამოკითხული მოსახლეობის 66%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა პანდემიას კარგად გაუმკლავდა, ქალაქებში ასე ფიქრობს 59% ხოლო უშუალოდ დედაქალაქში - 55%.



ცნობისთვის: NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, რომლის დროსაც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,053 მოქალაქე გამოიკითხა.