26.იანვარი .2021 16:20

„როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“ - სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგებს იწყებს

„როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“  - სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგებს იწყებს
views 1719
უკან

საქართველოს სავაჭრო პალატა პირველი თებერვლიდან ონლაინ უფასო ტრენინგებს ,,ელექტრონული კომერცია - როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“ იწყებს.

როგორც bm.ge-ის პალატიდან აცნობეს, ტრენინგზე მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია.

ტრენინგის ერთი კურსი 4 დღის განმავლობაში გრძელდება. მეწარმეები მიიღებენ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონული კომერციის საკითხებზე, მათ შორის - რა არის ელექტრონული კომერცია და მისი უპირატესობები, ციფრული მარკეტინგი - როგორ გავხადოთ პროდუქტი გამორჩეული, ციფრული მედია და კომუნიკაცია, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებში, როგორ ავაწყოთ და ვმართოთ წარმატებული Facebook გვერდი, პროდუქციის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარის მნიშვნელობა, სამიზნე აუდიტორია, მომხმარებლების მოზიდვა და მათთან კომუნიკაცი, პროდუქციის მიწოდება საქართველოში და საზღვარგარეთ.

ტრენინგები მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის მხარდაჭერით ტარდება.

საბაზისო კურსი წარმოადგენს შესავალს ელ. კომერციაში, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ძირითადად განკუთვნილია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. 

“ყველაზე საინტერესო, რასაც ახლა ვაკეთებთ და მთელი წელი გავაგრძელებთ, ეს არის უფასო ტრეინინგები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. Covid-19-ის პანდემიამაც დაადასტურა, რომ ელექტრონული ვაჭრობის ცოდნა მნიშვნელოვანია და ძალიან საჭირო”, - განაცხადა bm.ge-ისთან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ.

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულის მეშვეობით. მონაწილეები ინფორმაციას ტრენინგის თარიღის შესახებ და დასწრების ბმულს მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის გაიცემა ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა