30.აგვისტო .2019 23:03

როგორ გახდა 50 ფინელი მოულოდნელად მილიონერი

views 1063
უკან

ფინეთის მუნიციპალიტეტ სიილინიერვის 20.000 მოსახლიდან 50 მილიონერი გახდა. პატარა ქალაქის მოსახლეობა ერთობლივ ლატარეას თამაშობდა, 50 წევრიგან შემდგარი გაერთიანება ყოველკვირეულად 10 ევროს დებდა და აღნიშნული თანხით საერთო ბილეთს ყიდულობდა. ჯგუფმა ლოტოს ბილეთი ადგილობრივ სუპერმარკეტში შეიძინა და ჯეკპოტი მოიგო. ეროვნულ ლატარიაში მოგებული საპრიზო თანხა 92 მილიონი ევროა. 

ფინური გაზეთ "Iltalehti"-ის ცნობით, გამარჯვებულები თანხას გადაინაწილებენ, თუმცა მანამ, სანამ ისინი მოგებული თანხის ინვესტიციისთვის შესაბამის იდეებს მოიფიქრებენ, ჯეკპოტის 50-ვე გამრჯვებულმა მოგება, გუშინ სწორედ იმ მაღაზიაში აღნიშნა, სადაც ბილეთი შეიძინეს. სიილინიერვის ახალმა მილიონერებმა ყავისა და ნამცხვრის წვეულება მოაწყვეს.

პატარა ქალაქი სიილინიერვი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 400 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა