დღეს საქართველოში უმუშევრობის სტატისტიკა 1982 წლის შემუშავებული მეთოდოლოგიით ითვლება. არსებული მეთოდოლოგიით, საქართველოში უმუშევრობის დონე 12.3%-ია, თუმცა, სინამდვილეში ეს რიცხვი რეალური მაჩვენებლისგან მნიშვნელოვნად არის აცდენილი.
საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ქალაქის და სოფლის ჭრილში მნიშვნელოვნად განსხვავებულია - ქალაქებში უმუშევრობა 19.7%-ს შეადგენს, სოფლად კი, უმუშევრობა ამაზე ხუთჯერ დაბალია და მხოლოდ 4.7%-ია. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ არსებული კრიტერიუმებით, სოფლად მცხოვრები ადამიანები, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა შემოსავალი, ითვლებიან დასაქმებულებად; მათი რაოდენობა, დაახლოებით, 800,000-ია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2017 წელს მიიღო დასაქმების სტატისტიკის აღრიცხვის განახლებული მეთოდოლოგია, რომელიც თვითდასაქმებულებს ავტომატურად დასაქმებულებად აღარ აღრიცხავს. არაერთი ქვეყანა უკვე გადავიდა მის წარმოებაზე, წელს კი მას საქართველოც შეუერთდა. BMG-ის კითხვაზე პასუხისას, საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის პირველი და მეორე კვარტლების მაჩვენებლების დათვლა ერთდროულად ძველი და ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდა, მესამე კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელს კი უწყება მხოლოდ ახალი მეთოდოლოგიით დაითვლის. წლის ბოლომდე გამოქვეყნდება პირველი და მეორე კვარტლის გადაანგარიშებული მაჩვენებლები.
"2020 წლის მეორე კვარტალი იქნება უახლესი მაჩვენებლები, მესამე კვარტლის მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები კი ოქტომბერში მიმდინარეობს და ანგარიშის მომზადება მიმდინარე წელს ვერ მოესწრება, მომდევნო წელს არის დაგეგმილი მისი გამოქვეყნება, მაგრამ 2020 წლის პირველი და მეორე კვარტალი და მის შესაბამისად წინა ისტორიული მწკრივი უკვე ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლომდე.
აქ ცვლილებები მიმართულია თვითდასაქმებულთა სტატუსის დაზუსტებისკენ. თუ ადრე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი, მათ შორის საკუთარ საკარმიდამო ბაღში მომუშავე ადამიანი იმის მიუხედავად თუ რა მოცულობის სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებდა და ეს მისი მოხმარებისთვის იყო ძირითადად განკუთვნილი თუ სარეალიზაციოდ. ახალი სტანდარტის მიხედვით, პირი აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად თუ მის მიერ მოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უმთავრეს ნაწილს მოიხმარს საკუთარი მიზნებისთვის და არ არის ბაზარზე ორიენტირებული. შესაბამისად ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს დასაქმების და უმუშევრობის ბაზებში.
შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში უმუშევრობა 11-12%-დან ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით გაიზარდა დაახლოებით 20%-მდე"- ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
ILO-ს კრიტერიუმებით, დასაქმებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს - ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობს იმისთვის, რათა მოყვანილი მოსავალით თავი გაიტანოს, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას