მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორ გითხრათ, გემოვნების ამბავია“ - თენგიზ ცერცვაძე მუდმივ „მწვანე პასპორტზე“

61f80514b9833
თელარა გელანტია
31.01.22 19:48
916
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ covid-გადატანილებისთვის მუდმივი „მწვანე პასპორტის“ გაცემას არ ეთანხმება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამო არც მთავრობის მეთაურს აკრიტიკებს.

„როგორ გითხრათ, გემოვნების ამბავია... ალბათ აქაც იმსჯელეს...მე პირადად მუდმივ „მწვანე პასპორტებს“ არ გავცემდი, მაგრამ ეს პირადად ჩემი აზრია. მე მხოლოდ ბოლო 6 თვეში covid-გადატანილ პაციენტებზე გავცემდი, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია.

ზოგი ქვეყანა ასე აკეთებს, ზოგი - ისე. ზუსტად არავინ იცის, იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება თუ მთელი სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ამაზე მუშაობს, ძალიან ბევრი რამ კოვიდზე უცნობია... ასე რომ, იმის განსჯა მუდმივი „მწვანე პასპორტი“ გაამართლებს თუ არა, აი, ვნახოთ...“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში covid-გადატანილ პაციენტებს უვადო „მწვანე პასპორტი“ ენიჭებათ.