მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომის პაპმა, აუდიტის სამსახურს ვატიკანის ეკლესიაში კორუფციის შესწავლა დაავალა

565ded5b2a127
BM.GE
01.12.15 22:48
2809
რომის პაპმა, ფრანცისკემ აუდიტის სამსახურს ვატიკანის ეკლესიის ფინანსების, ხარჯებისა და "სიმდიდრის“ აღწერა დაავალა. გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, ეკლესიის ფინანსური შესწავლისთვის სპეციალური საბჭო შეიქმნა, - "ეკონომიკური მომავლის" ჯგუფი ვატიკანის ბანკს, პრემიერ-მინისტრის ოფისს და სხვა სახელმწიფო უწყებებს გააერთიანებს. შემოწმებას ოთხი უმსხვილესი საბუღალტრო ფირმა განახორციელებს. როგორც პაპმა განაცხადა, აუდიტმა უნდა გამოავლინოს თუ რამდენი ფინანსური რესურსის გამონთავისუფლებაა შესაძლებელი, რომელიც შემდგომში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდება.

პაპის ინიციატივა ორი თვის წინ მომხდარ სკანდალს უკავშირდება, რომელიც ვატიკანურ ეკლესიაში კორუფციას ეხებოდა. მაშინ ვატიკანის ეკლესიის ყოფილმა ორმა თანამშრომელმა პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, რომელიც ეკლესიის მხრიდან გაწეულ ხარჯებსა და კორუფციას ეხებოდა, - წერს ბლუმბერგი.
 
დღეისთვის ვატიკანის ეკლესიის აქტივები, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.