05.აგვისტო .2021 22:00

როგორ იცვლებოდა ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ბოლო 15 წლის განმავლობაში?

როგორ იცვლებოდა ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ბოლო 15 წლის განმავლობაში?
views 543
უკან

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, დღეს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მთავრობის საქმიანობის შედეგად ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე უნდა გაიზარდოს დღეს არსებული 4400 აშშ დოლარიდან, 10 000 აშშ დოლარამდე. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიზნის მიღწევაში მთავრობას დიდი მხარდაჭერა ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ დოლარში 4 360-ს შეადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში კი აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად იცვლებოდა:

2020წ. - $4247
2019წ. - $4693
2018წ. - $4718
2017წ. - $4358
2016წ. -$4060
2015წ. - $4017
2014წ. - $4742
2013წ. - $4622
2012წ. - $4409
2011წ. - $4003
2010წ. - $3222
2009წ. - $2890
2008წ. - $3418
2007წ. - $2700
2006წ. - $2048
2005წ. - $1682.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა