მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა პენსიის მსყიდველუნარიანობა 2012 წლიდან დღემდე

5d9b4413c7fe6
ირაკლი მაკალათია
07.10.19 20:30
1981
2020 წელს 2019 წელთან შედარებით მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის წილი მთლიან ხარჯებში 14.7%-დან 15.7%-მდე იზრდება. 2020 წლის 1 იანვრიდან პენსია გაიზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის შშმ-პირებს კი, მომავალი წლის ივლისიდან პენსია დამატებით 50 ლარით გაეზრდებათ.

2018-2019 წლის მონაცემების მიხედვით, 20-ლარიანი პენსიის ზრდა შეეხება 745 001 ასაკით პენსიონერს, ხოლო 50 ლარით გაზრდილ პენსიას 70 წელს გადაცილებული 361 000 ადამიანი მიიღებს.

ცხრილი 1. ნომინალური პენსია საქართველოში (ლარი), 2012-2019 წლები




პროდუქტებზე ფასების მატება ამცირებს ნომინალური შემოსავლის მყიდველუნარიანობას. ინფლაციის გავლენის გამორიცხვა გვიჩვენებს, საბაზისო პერიოდის ფასების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, რეალურად რა ღირებულება ექნებოდა ჩვენს შემოსავალს დღეს. თუ საბაზისო წლად ავიღებთ 2012 წელს, ვანგარიშობთ, 2012 წლის მუდმივი ფასებით რა რეალური ღირებულება ექნებოდა პენსიას ყოველ მომდევნო წელს.

ცხრილი 2. პენსიის რეალური ღირებულება საქართველოში (ლარი)
(2012 წლის მუდმივ ფასებში)



ნომინალური პენსია 2012-2019 წლებში 2-ჯერ არის გაზრდილი. 100%-იანი მატება, ერთი მხრივ, შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ამ პერიოდში (2012-2019 წლებში) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.6567-დან (29.12.2012) 2.9657-მდე (07.05.2019) გაუფასურდა, ხოლო 2019 წელს (სექტემბერი) 2012 წელთან შედარებით ფასები 28.5%-ით გაიზარდა.