მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა საქართველოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტი 1996 წლიდან დღემდე?

5e270f95bd0fe
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.20 19:15
2223
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე რეკორდული ოდენობის თანხა - 78 მილიონი დოლარი დახარჯა. ამავე მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი ბოლო 13 წლის მინიმალურ მაჩვენებელზე იყო დასული და 7.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის 2018 წელს ექსპორტი 19.9 მილიონ დოლარს აჭარბებდა. 

საქსტატის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გაზრდილ იმპორტდამოკიდებულებაზე მეტყველებს. 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებთ, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. 

გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა. 

ცალკეული წლების მიხედვით, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი მაქსიმალური 2010 წელს იყო და ის 36.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ასევე მსხვილი იყო ექსპორტი 2011 წელსაც და ის $32.6 მილიონს შეადგენდა.