მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა საქართველოში საწვავის ფასი ბოლო 2 წლის განმავლობაში - ინფოგრაფიკა

609a39a2a2d7d
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.21 14:00
1319
მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად ერთ ბარელზე $64 დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ღირებულება 7.9%-ით გაიზარდა, 6-თვიან ჭრილში კი ფასის ზრდა 55%-ია. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, იზრდება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზეც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც იწვევს. 

ამჟამად სამომხმარებლო ქსელში ერთი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავის ღირებულება თითქმის 2.80 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ბოლო 6 თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება 29.8%-ით გაიზარდა. 

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ღირებულება მინიმალური 2020 წლის ივნისში იყო, როდესაც რეგულარის მარკის საწვავი 1.79 ლარი ღირდა. ასეთი დაბალი ფასი აღნიშნულ პერიოდში ნავთობის რეკორდულად შემცირებული ფასებით იყო განპირობებული, რადგან ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $35 დოლარამდე იყო. ამასთანავე, ამ პერიოდში ერთი დოლარის ღირებულება 3.06 ლარს შეადგენდა, რაც თავისმხრივ საწვავის ფასზე ახდენდა გავლენას.