16.სექტემბერი .2020 17:05

როგორ იმოქმედა $40 მილიონის გაყიდვამ ლარის კურსზე

views 2042
უკან

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა.
აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსების თანახმად, ამ ოპერაციის მიუხედავად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.01 თეთრით გაუფასურდა და ამჟამად 3.1547 ლარს შეადგენს. ევროსთან მიმართებით კი, გაცვლითი კურსი 0.87 თეთრით გამყარდა, ამჟამად ერთი ევრო 3.7440 ლარი ღირს. 

ეს 2020 წლის რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ამ აუქციონებზე ჯამურად $410 მილიონი დოლარია გაყიდული.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო კვირების განმავლობაში აშშ დოლართან 3%-ით გაუფასურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა