მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა "საქართველოს ბანკის" და "თიბისის" აქციების ფასზე

621919f3d96a9
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 22:06
4311
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, მთლიანად რეგიონის ეკონომიკის მიმართ ნეგატიური მოლოდინები გაიზარდა, რაც კომპანიების აქციების ღირებულების კლებაში აისახა. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 18.67%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 12.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 126 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 672.90 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 264,937 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება ერთ კვირაში 10.76%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 13.44 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 71 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 660.84 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 965,569 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების კლებამ ბოლო ერთ კვირაში 12.81% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.65 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 34 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 262.96 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,335,547 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart