მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა "საქართველოს ბანკის" და "თიბისის" აქციების ფასზე

6225ad8d3c3e6
BM.GE
07.03.22 12:01
1296
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, მთლიანად რეგიონის ეკონომიკის მიმართ ნეგატიური მოლოდინები გაიზარდა, რაც კომპანიების აქციების ღირებულების კლებაში აისახა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 10.78 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -19.79% წინა კვირასთან შედარებით და -25.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 828 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.62 - 13.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 134 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 9.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -21.31% წინა კვირასთან შედარებით და - 33.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 397 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.53 - 12.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 4.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -18.58% წინა კვირასთან შედარებით და -32.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1400 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 4.50 - 5.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 179 ათასი აქცია შეადგინა.

წყარო - Galt & Taggart