„წისქვილი ჯგუფმა“ ახლახან განსხვავებული კონცეფციის მულტიფუნქციური სივრცე - „თეატრი“ გახსნა. ის ტრადიციული თეატრისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სანახაობასთან ერთად გამორჩეულ ვახშამსაც შემოგთავაზებენ. მსგავსი კონცეფციის სივრცეს დასავლეთში Dining Theatre-ს უწოდებენ, საქართველოში ის პირველად შეიქმნა და სტუმრებს სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.
„თეატრში“ გასტრონომიაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სანახაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე კომპონენტი თანაბრად მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. კერძებს შოუს ნაწილად ვაქცევთ – მენიუს ღონისძიების შინაარსის მიხედვით ვქმნით და მის ხასიათსა და ჟანრს ვერგებით“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფისა“ და „თეატრის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.
„თეატრში“ წარმოდგენილი კერძები განსხვავებულია „წისქვილის“ რესტორნებში წარმოდგენილი მენიუსაგან. ახალი სივრცის სამზარეულო მეტად თავისუფალი, ექსპერიმენტული და ინოვაციურია.
„წისქვილის“ რესტორნების კერძები ძირითადად ტრადიციულ ქართულ კულინარიას ეფუძნება. „თეატრის“ სამზარეულოში კი წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე ახლებური ინტერპრეტაციებით შექმნილი კერძებიც. ასევე, „თეატრი“, მისი კონცეფციიდან გამომდინარე, მეტად გვაძლევს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებს და, ვფიქრობ, სტუმრებს ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ. რაც მთავარია, აუცილებლად შევინარჩუნებთ „წისქვილის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს“, – ამბობს ალექს ნათაძე.
„თეატრის“ ბრენდ შეფის თქმით, ამგვარი კონცეფციის სამზარეულოს გაძღოლას ორი სირთულე ახლავს თან – თითოეული ღონისძიებისთვის დამოუკიდებელი მენიუების შედგენა, მისი მუდმივი გარდაქმნა და განახლება და დიდი რაოდენობის სტუმრების ერთდროულად გამასპინძლება.
„დარბაზი 400-მდე სტუმარზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძები პორციულად ამდენივე ადამიანზე უნდა განაწილდეს. ეს მუშაობის განსხვავებულ პრინციპს მოითხოვს, თუმცა, პროცესს დიდი ადრენალინი ახლავს და უზომოდ საინტერესოა ჩემთვისაც და ჩემი გუნდისთვისაც.
ბედნიერი ვარ, რომ „თეატრის“ მსგავსი განსხვავებული და უნიკალური სივრცის შეფობა მანდეს. ვეცდები, ჩვენი სამზარეულო ისეთივე გასაოცარი და დასამახსოვრებელი იყოს სტუმრებისთვის, როგორიც აქ გამართული წარმოდგენები იქნება“, – ამბობს ალექს ნათაძე.
შეგახსენებთ, 2023 წლის შესახვედრად, „თეატრი“ თავბრუდამხვევ საახალწლო შოუზე გეპატიჟებათ.
პირველად საქართველოში, სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგმება მიუზიკლი „Mamma Mia“ ქართულად. სცენაზე გაცოცხლება „Théâtre de Broadway“, ანა ქურთუბაძისა და თეატრის მოცეკვავეთა დასის შესრულებით, ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „insight“-ის შთამბეჭდავი შესრულება კი, მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
ამ ყველაფერთან ერთად, ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილ კერძებს შემოგთავაზებთ.
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 000 888
დეტალური ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://fb.me/e/32KWMe7Zq
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი