14.აგვისტო .2019 10:15

როგორ იხარჯება თბილისის ბიუჯეტი

views 254
უკან

თბილისის ბიუჯეტის 2019 წლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ბიუჯტის შემოსავლების 6 თვის გეგმა გადაჭარბებით, 106.3%-ით შესრულდა და 483 მლნ 98 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ხარჯებს, საანგარიშო პერიოდში დაფინანსებული პრიორიტეტული მიმართულებებიდან მერიამ ბიუჯეტი გეგმასთან ყველაზე ახლოს - 99%-იანი შესრულებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ღონისძიებებზე დახარჯა, განსაზღვრული თანხებიდან ყველაზე ნაკლები ათვისება კი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მუხლით გათვალისწინებულ პროგრამებშია.

მერიის პრიორიტეტული მიმართულებები:

 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენაზე წლის პირველ ნახევარში 61 მლნ 932 ათასი ლარი დაიხარჯა, ანუ გეგმის 83%;

 ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება - 79 მლნ 187.2 ათასი ლარი, გეგმის 88%;

 ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 27 მლნ 732.2 ათასი
ლარი, გეგმის 71%;

 ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 812.1 ათასი ლარი, გეგმის 33%;

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 8 მლნ 802.6 ათასი ლარი, გეგმის 99%;

 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 95 მლნ 257.6 ათასი ლარი, გეგმის 87%-ია;

 განათლება - 69 მლნ 902.9 ათასი ლარი, გეგმის 89%;

 კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 10 მლნ 988 ათასი ლარი, გეგმის 80%;

 საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 1 მლნ 666 ათასი ლარი, გეგმის 46%;

 ქ.თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 35 მლნ 617.9 ათასი ლარი, გეგმის 75%.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა