მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ კონტროლდება აზარტული თამაშები გერმანიაში

5dbacee437d03
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 16:15
2785
აზარტული თამაშები გერმანიაში მკაცრად კონტროლდება. ეს ეხება როგორც ონლაინ-პლატფორმებს, ასევე კაზინოებსა და სათამაშო დარბაზებს. ამ სფეროში გერმანიაში ერთი კონკრეტული კანონი არ არებობს, ქვეყნის ყველა ფედერალური მიწა თავად განსაზღვრავს პოლიტიკას აზარტული თამაშების დაწესებულებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, წესებსა თუ შეზღუდვებს ადგენს.

ყველაზე მკაცრი მიდგომა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით გერმანიის დედაქალაქ ბერლინშია. მეტროპოლისში, 2011 წლიდან, თითქმის 600 სათამაშო სალონიდან 200 დახურულია. კანონის თანახმად, სკოლებისა და სხვა სახის სასწავლო ცენტრების მახლობლად სათამაშო დარბაზების გახსნა დაუშვებელია. 500 მეტრის რადიუსში კი მხოლოდ ერთი ასეთი დაწესებულება უნდა არსებობდეს. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მეპატრონეს ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმებენ.

რაც შეეხება სათამაშო აპარატებს, ისინი რესტორნებსა და ბარებშია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მათ რაოდენობაზეც ლიმიტია დაწესებული, შენობაში ორზე მეტი მსგავსი ავტომატი არ უნდა არსებობდეს.

ქვეყანაში მოთამაშეებისთვისაც გარკვეული წესები მოქმედებს. აზარტული მოქალაქეები, რომლებიც ფულს სრულიად ხარჯავენ, "შავ სიაში" ხვდებიან და ქვეყნის მასშტაბით არსებული კაზინოების შესასვლელი მათთვის სამუდამოდ იკეტება.

ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაში ონლაინ აზარტული თამაშები ყველა ფედერალურ შტატშია აკრძალული, გარდა შლესვიგ-ჰოლშტეინისა. ამდენად თამაშის სურვილის შემთხვევაში, აზარტული გერმანელები ევროკავშირის სხვა ქვეყნების საიტებს იყენებენ.