მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიდის სეზონი შატილში? - სასტუმრო „სულფონი“

5f4906d52ab14
ინგა მურუსიძე
28.08.20 18:40
1348
ხევსურეთის, კერძოდ შატილის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმრო „სულფონის“ წარმომადგენელი თეკლა ჭინჭარაული BM.GE-სთან საუბარში ყვება, რომ სეზონმა იმაზე უკეთესად ჩაიარა, ვიდრე მოლოდინი ჰქონდათ.

„გვეგონა, რომ სეზონი არც ისეთი კარგი იქნებოდა, თუმცა სტუმრები ნამდვილად გვყავს. აგვისტოში განსაკუთრებით ბევრი გვყავდა ტურისტები, ივლისში. გასულ წელს რაც შეეხება, შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდა და ეს უცხოელების ხარჯზე ხდებოდა. წელს უცხოელების ნაკლებობა ნამდვილად შეიმჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს სასტუმროს ფასის დაკლებას ვვარაუდობდით იმის გამო, რომ ქართველი მომხმარებლები გვყავდა ძირითადად, ასე არ მოხდა. ოჯახებით ჩამოდიან და შეღავათებს ვუწევთ ასეთ შემთხვევაში, თუმცა ზოგადი ფასის შემცირება არ დაგვჭირდა“, - განაცხადა თეკლა ჭინჭარაულმა.

ის ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე შესაძლოა მომხდარი ტრაგედიის გამო ადამიანებმა თავი შეიკავონ შატილში ჩასვლისგან, თუმცა იმედი აქვს რომ სექტემბერში მოქალაქეები კვლავ ესტუმრებიან შატილს.

ერთადერთ პრობლემას თეკლა ჭინჭარაული საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებს. მისი თქმით, გზა საკმაოდ რთულია და მოქალაქეები ხშირად თავს იკავებენ იმის გამო, რომ რამდენიმე საათით მგზავრობა არ შეუძლიათ.

„შატილი თბილისიდან ძალიან შორს არ არის, თუმცა გზის სირთულის გამო რამდენიმე საათია საჭირო და ადამიანები თავს იკავებენ. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ გზას გააკეთებენ, წინა წელთან შედარებით უკეთესი გზაა და იმედია მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. გზის გაფართოება მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან.