საქართველო წელს ტურიზმის შედარებითი აღდგენისთვის ემზადება. სხვადასხვა გათვლებით, მათ შორის Fitch-ის შეფასებითაც, წელს ტურისტული სექტორის შემოსავალი 2019 წლის 30%-ის დონეზე უნდა აღდგეს, თუმცა ამ პროცესისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიურ და ვაქცინაციის მდგომარეობას იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოში ტურისტული ნაკადის ძირითად ნაწილს აფორმირებენ. საუბარია, რეგიონის 5 ქვეყანაზე, საიდანაც 2019 წელს ვიზიტორების 61% შემოვიდა. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების ნაკადის აღდგენის გარეშე ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გაცოცხლება რთულად წარმოსადგენია.
ეს ქვეყნებია:
1) აზერბაიჯანიდან 2019 წელს 1.5 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა. ამასთან, ქვეყანაში COVID19-ის 233,129 შემთხვევა არის აღრიცხული, თუმცა უკანასკნელი კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევები იკლებს და ის დღეში 160-ია;
2) რუსეთიდან 2019 წელს 1.47 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, რუსეთში ვაქცინაცია 2.2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, რაც მოსახლეობის 1.5%-ია. რუსეთში ვაქცინაციის პროცესი ადგილობრივი Sputnik V-ის ვაქცინით დაიწყო. ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 35,000 ვაქცინა კეთდება. ამასთან, რუსეთში COVID19-ის სულ 4,177,330 შემთხვევა არის აღრიცხული, ყოველდღიურად კი, ინიფიცირებულთა რიცხვი 13,000-ით იმატებს.
3) სომხეთიდან 2019 წელს 1.36 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, სომხეთში ვაქცინაციის პროცესი დაწყებული არ არის. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების ჯამური რაოდენობა 170,402-ია, ხოლო ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 170-ია.
4) თურქეთიდან 2019 წელს 1.15 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 7 მილიონ ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა, რაც მოსახლეობის 9.5%-ია, ამასთან, მოსახლეობის 1.5%-ს ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა. თურქეთში ვაქცინაციის პროცესი ჩინური SinoVac-ის მეშვეობით დაიწყო; მასთან ერთად იგეგმება Pfizer-ის ვაქცინების გამოყენებაც. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,646,526-ია, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი დღეში 8 ათასია.
5) უკრაინიდან 2019 წელს 207 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაწყებული არ არის. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების ჯამური რაოდენობა 1,307,662-ია, ხოლო ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა, დაახლოებით, 3 ათასია.
საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ხელშესახები მნიშვნელობა ჰქონდა, ასევე, ისრაელიდან შემომავალ ტურისტულ ნაკადს და ქვეყანა მთლიან რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებდა, რადგან 2019 წელს ისრაელიდან საქართველოს 205 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. ისრაელში ამ დროისთვის 7.4 მილიონი ადამიანი არის აცრილი, რაც მოსახლეობის 82%-ია.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ ტურიზმის გაჩერებით $2.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო. 2021 წლის იანვარში 2020 წლის ტენდენცია გაგრძელდა და ვიზიტორთა რაოდენობა 94%-ით შემცირდა. 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა, ჯერჯერობით, ამ გადაწყვეტილებას ტურიზმისთვის ხელშესახები ეფექტი არ აქვს.
გადაცემა “ანალიტიკასთან” საუბარში IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ჯიჰად აზური ამბობს, რომ საქართველოსთვის ტურიზმის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაციის ჩატარებაა.
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი