მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფები - ცესკო

5f8d56660e8b0
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.20 13:22
1449
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა ინიციატივით შექმნილი სპეციალური ჯგუფი ჯგუფის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი კოვიდ-ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები ხმის მიცემას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანი მიქალაძემ განაცხადა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

ანი მიქელაძის განცხადებით, ცესკო-ს ინიციატივით, შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძნებებისა და სანიტარულ - ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

სტაციონარში მყოფი კოვიდ-ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები ხმის მიცემას სარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით შეძლებენ, კერძოდ ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო-საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩვენო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში მყოფ ამომრჩეველთან საარჩევნო ყუთის მიტანას უზრუნველყოფენ.

„თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი-საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად ინქება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან რაც მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, პროცესის დაცულობას და ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭირვალობას“, - განაცხადა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით, დამკვირვებლები, მედია და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები შეზლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთს გაჰყვნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.

ანი მიქელაძემ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკო-მ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ცესკო-ს სხდომა კი, დღეს 19:00 სთ-ზე გაიმართება.