მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიიღებენ დახმარებას ფერმერები, რომელთაც მიწები დარეგისტრირებული არ აქვთ?

5eba87cd386a7
ინგა მურუსიძე
12.05.20 15:30
924
სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას უფასოდ რეგისტრაციას შეძლებს.

ასე უპასუხა დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - როგორ მიიღებენ მთავობისგან დახმარებას ის ფერმერები, რომელთაც მიწები დარეგისტრირებული არ აქვთ.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მიწის სპორადული რეგისტრაციის რეფორმა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მსხვილ პაკეტს მოიცავს. რეფორმა დღესაც ძალაშია. ფაქტობრივად, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული დამადასტურებელი პაკეტი გააჩნია, ის შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას. წლის განმავლობაში გრძელდება ეს პროცესი და წლის ბოლოსაც რომ მოახერხოს ფერმერმა რეგისტრაცია, ის ამ შეღავათს მაინც მიიღებს, მომავალ წელსაც რომ გადავიდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.