გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესისადა ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროექტის „500 ქალი ტექში“ მონაწილეებს, რომლებიც კახეთის რეგიონში ცხოვრობენ, თელავის ტექნოპარკში ხვალ შეხვდებიან. ღონისძიებას ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენი დაესწრება.
პროექტის „500 ქალი ტექში“ პირველ ორ ნაკადში კახეთიდან 30 გოგო მონაწილეობდა. მათ საკუთარი არჩევანის შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულება — გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება, UI/UX II, front-end და back-end დეველოპინგი შეისწავლეს. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში, მათ ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინიდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობაც მიიღეს.
ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები პროექტის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მნიშვნელოვაზე ისაუბრებენ. რამდენიმე მათგანი კი საკუთარი ინოვაციური პროექტის იდეასაც წარადგენს.
„500 ქალი ტექში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წელს წამოიწყო. პროექტი ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის გაზრდასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სფეროს ყველაზე პოპულარულ პროფესიებში 500 ქალის უფასო გადამზადებას გულისხმობდა. მონაწილეებმა 6-თვიან სასწავლო კურსი გაიარეს, რომლის დასრულების შემდეგ პროექტმა მათ სტაჟირებასა და დასაქმებაც შესთავაზა.
„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი