მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ უსაფრთხოებას - გიორგი კეპულაძე

614848cb004b0
ლიკა გურაბანიძე
20.09.21 16:15
849
როგორ მივაღწიოთ ფინანსურ უსაფრთხოებას და დავიცვათ პირადი მონაცემები - ეს იყო “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარის ძირითადი სასაუბრო თემა “საქმიან დილაში”.




როგორც გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, ონლაინთაღლითობის შემთხვევებისგან დაცული არავინაა, ამიტომ უსაფრთხოების დაცვა ისევ კონკრეტულ მომხმარებელზეა დამოკიდებული.

“დღევანდელი ახალი ტექნოლოგიები იმისკენაა მიმართული, რომ გადახდები გაგვიმარტივოს. სჯობს, დამატებითი ვერიფიკაცია გაიარო და თავი უსაფრთხოდ იგრძნო, ვიდრე თქვენი რომელიმე ანგარიში ვინმემ გამოიყენოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება HTTPS-ს კოდს მივაქციოთ.

კიდევ ერთი საკითხია ის, რომ პანდემიის პირობებში ყველაფერი ინტერნეტში გადავიდა და თავის დაცვა მეტადაა საჭირო. ის ადამიანები, ვინც ინტერნეტგაყიდვის გვერდებს ხშირად მოიხმარენ, კარგად იციან ეს გვერდები სწორად როგორ უნდა მართონ, თუმცა სასურველია, გამოწერისთვის ცალკე ბარათი გვქონდეს და პირადი, სახელფასო ან საკრედიტო ანგარიში არ მივაბათ.

ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის მხრიდან რთული პაროლების შექმნა", - აღნიშნა კეპულაძემ.