09.მარტი .2020 22:00

როგორ მკურნალობენ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულებს?

views 806
უკან

მკურნალობა სჭირდება იმ პაციენტებს, სადაც არის გართულებები, თუ არის ბაქტერიული პნევმონია, მაშინ ანტიბიოტიკები. თუ კიდევ უფრო დამძიმდა პაციენტი და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა, შესაბამისად, მართვის სუნთქვაზე გადაყვანა ხდება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა TV "პირველის" გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ინფექციონისტის თქმით, პაციენტთა ერთ ნაწილს მკურნალობა არ სჭირდება.

„სადაც არ არის სიმპტომები ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებია, იქ საჭიროა მჭიდრო და მკაცრი დაკვირვება, რომ არ გაიპაროს გართულებების მომენტი. როგორც იცით არის შემთხვევები, როდესაც იწყება მსუბუქი მიმდინარეობით ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა მაინც გართულდეს. ამიტომ მთავარი მსუბუქი მიმდინარეობის დროს არის დაკვირვება. სპეციაფიკური მედიკამენტი ისედაც არ გვაქვს, მაგრამ მკურნალობა ფაქტობრივად ამ დროს პაციენტს არ სჭირდება“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მიზეზებს, ინფექციონისტი ამბობს, რომ მსოფლიოში ვირუსით ძირითადად იღუპებიან ადამიანები ფილტვის მძიმე დაზიანების დროს.

„ანუ სუნთქვის უკმარისობით, ეს არის მთავარი გართულება. შესაბამისად უფრო მეტად ზარალდებიან ის ადამიანები, რომელთაც რომელიმე ფონური ქრონიკული დაავადება აქვთ, მაგალითად პირველ რიგში სასუნთქი გზების დაავადებები და გულსისძარღვთა დაავადებები“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა