21.აგვისტო .2019 23:00

როგორ მოქმედებს სიგარეტი ძილზე? - ამერიკული კვლევის შედეგები

views 421
უკან

ნიკოტინი, ალკოჰოლი თუ კოფეინი - რა მოქმედებს ყველაზე ნეგატიურად ძილზე? - ამ კითხვას პასუხი ამერიკელმა მეცნიერებმა გასცეს.


„Jackson Heart Sleep Study“-ის ფარგლებში მკვლევარები უძილობის მიზეზებსა და მასზე მოქმედ გარე ფაქტორებს სწავლობდნენ. მაშინ, როდესაც ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ყავა უძილობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს, ჟურნალ „Sleep“-ში გამოქვეყნებული შედეგები, ნამდვილად გაგაოცებთ.

ორ კვირიანი კვლევის ფარგლებში, დაკვირვება ათობით ადამიანზე განხორციელდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ უძილობის პრობლემა ყველაზე მეტად სიგარეტის მწეველებს აქვთ. ადამიანებს, რომლებიც ნიკოტინს დაწოლამდე ეწევიან, დასაძინებლად საშუალოდ 43 წუთი ჭირდებათ. ეს კი, მეცნიერებისთვის ახალი აღმოჩენაა და ამავდროულად - საგანგაშოც.

 

ასევე, კვლევამ დადგინა, რომ სიგარეტის შემდეგ, ძილზე ნეგატიურად მოქმედებს ალკოჰოლი; რაც შეეხება კოფეინს, ყავა ძილის ხარისხზე არანაირ გავლენას არ ახდენს.



მეცნიერები აცხადებენ, რომ ნიკოტინი ყურადღებასა და ენერგიას ამძაფრებს. კონცენტრაციის ხარისხიც კი, მწეველებში მომატებულია. ამდენად, მწეველებს, შედარებით აქტიური ორგანიზმიდან გამომფინარე ჩაძინება ურთულდებათ.