29.სექტემბერი .2020 11:24

როგორ მოვიზიდოთ სასურველი ინვესტიცია – საინვესტიციო ბანკინგი „ქუდოს ჯორჯიასგან“ (R)

views 273
უკან

ბიზნესის განვითარების, ან სტარტაპის დასაფინანსებლად ინვესტიციის მოსაზიდად მხოლოდ სურვილი არ კმარა. ამისათვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური საინვესტიციო ბანკირის რეკომენდაციები და მომსახურების სრული პაკეტით სარგებლობა. ეს მიმართულება ქართულ ბაზარზე ბოლო პერიოდში იკიდებს ფეხს და გარკვეული წარმატებებიც იკვეთება. თემაზე აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი ირაკლი ჟვანია საუბრობს.

– რა პროცედურებს მოიცავს საინვესტიციო ბანკინგი, დაწყებული იდეის ფორმირებიდან – ინვესტიციის განხორციელებით დამთავრებული?

– ბიზნეს იდეის ფორმირებიდან ინვესტიციის განხორციელებამდე პროექტმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საფეხურები უნდა გაიაროს. მნიშნელოვანია, რომ ბიზნეს იდეა გარდაიქმნას მაღალი ხარისხის საინვესტიციო წინადადებად და პროექტის შესაბამისი აუდიტორიისთვის წარდგენისას გათვალისწინებული იყოს ყველა ის მოთხოვნა, რაც წინასწარ ცნობილია საინვესტიციო ბანკირისთვის მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

– კომპანიების მენეჯერები, რომლებიც საქონელსა თუ მომსახურებას აწარმოებენ, არ არის აუცილებელი, იყვნენ კვალიფიციური საინვესტიციო ბანკირები. რას ნიშნავს საინვესტიციო ბანკინგი და რა მომსახურებებით ეხმარება „ქუდოს ჯორჯიას“ საინვესტიციო ბანკირი კომპანიას ინვესტიციის მოზიდვაში?

– მართალია: საინვესტიციო ბანკინგი საფინანსო მომსახურების ბაზარზე ცალკე ქვედარგია და მისი სპეციფიკის ცოდნა და მით უფრო, გამოცდილება ვერ მოეთხოვება რეალური ეკონომიკის ყველა მენეჯერს ან თუნდაც მეწარმეს. მარტივად რომ აღვწეროთ, საინვესტიციო ბანკინგი მოიცავს ადგილობრივი კომპანიის დაკავშირებას ინვესტორებთან (მ.შ. ძირითადად უცხოურ კორპორაციებთან) და კაპიტალდაბანდების ხელშეწყობას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ქართული კომპანიის ან სტარტაპის ფინანსური მდგრადობის და შესაძლებლობების შეფასებას, გაძლიერებისათვის აუცილებელი რეკომენდაციების მიწოდებას, მის სწორ პოზიციონირებას საინვესტიციო ბაზრებზე, პოტენციური ინვესტორების „მოკლე სიის“ მომზადებას, მათთვის მოსახერხებელ ფინანსურ ენაზე ინფორმაციის მიწოდებას, კითხვებზე კვალიფიციური მონაცემების მომზადებას, გარკვეული რისკების დაზღვევაში ხელშეწყობას, ფინანსურ ანალიტიკა-პროგნოზირებას და ბოლოს, საინვესტიციო ხელშეკრულებითა და თანხების ჩარიცხვით პროექტის დახურვას. „ქუდოს ჯორჯია“ ამ თანმიმდევრობით მუშაობს.

– რამდენად მნივშნელოვანია საინვესტიციო ბანკირის კონტაქტები და რეპუტაცია დამკვეთისთვის წარმატების მოსატანად?

– „ქუდოს ჯორჯიას“ მიერ ინვესტორის მოძიება, დაინტერესება და საბოლოოდ პროექტის წარმატებით განხორციელება ბიზნეს იდეის მომგებიანობასთან ერთად სხვადსხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის აღსანიშნავია ქვეყნის საინვესტიციო გარემო და მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობა. თუმცა, განსაკუთებით მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო ბანკირის პირად რეპუტაციას და ე.წ. ნეთვორქინგის პოტენციალს, უკვე განხორციელებული პროექტებიდან მიღებულ გამოხმაურებას.

– საინვესტიციო განაცხადის გასაკეთებლად რა სახის დოკუმენტაცია მზადდება?

– პირველ რიგში, აუცილებელია დაინტერესებულმა მხარემ „ქუდოს ჯორჯიას“ მიმართოს ფინანსური საჭიროების შესახებ, რის შემდეგაც ჩვენი ბიზნეს კონსულტანტების მიერ მოხდება ბიზნეს იდეის შეფასება, დამუშავება, მომგებიანობის განსაზღვრა, პროექტის მონახაზად გარდაქმნა და შერჩევის შემთხვევაში მისი წინასწარი წარდგენა ჩვენი პარტნიორი კორპორაციებისთვის. შემდგომი ნაბიჯები, ბიზნესის სპეციფიკისა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნათა შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით განისაზღვრება.

– სად იწყება და სად მთავრდება „ქუდოს ჯორჯიას“ სერვისი – საინვესტიციო ბანკინგი?

– დაინტერესებულ პირებს „ქუდოს ჯორჯია“ მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, ჩვენი კონსულტანტები მზად არიან, ჩაერთონ ბიზნეს იდეის საინვესტიციო წინადადებად ფორმირების ეტაპიდან – დამუშავებული პროექტის დაინტერესებული ინვესტორებისთვის წარდგენის ეტაპამდე, რაც გულისხმობს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების შესწავლას და მიზნობრივი ბაზრების მოძიებას, საპროგნოზო ფინანსური გეგმების შედგენასა და საინვესტიციო „თიზერების“ დამუშავებას ჩენი უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნათა შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ დამკვეთს შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს ჩვენი გუნდის ჩართულობით კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში, ან „მენეჯმენტ კონსალტინგის“ მომსახურებით.

– სარგებლობს თუ არა პოპულარობით „ქუდოს ჯორჯიას“ ეს სერვისი და რა დატვირთვა აქვს საინვესტიციო ბანკინგს საქართველოში ბიზნესის განვითარების მიმართულებით?

– საინვესტიციო ბანკინგის მომსახურება, როგორც „ქუდოს ჯორჯიასთვის“, ასევე მთლიანდ ჩვენი ქვეყნისთვის ახალი სერვისია და პოპულარულიც ნელ-ნელა ხდება. ჩვენს გუნდს მიმდინარე წლიდან საინვესტიციო ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელად შემოუერთდა ავთანდილ ძაგანია, რომელსაც ევროპაში ანალოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საქართველოში ერთ-ერთი გლობალური ფინანსური ინსტიტუტის შემოყვანაც წარმატებით განახორციელა.

ზოგადად, საინვესტიციო ბანკინგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს, სასესხო რესურსებთან და კაპიტალთან შეზღუდული წვდომის პირობებში ადგილობრივი ბიზნესი, განსაკუთრებით სტარტაპები, მოკლებული არიან ალტერნატიული ფინანსირების წყაროებს, შესაბამისად ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან და საინვესტიციო ბანკებიდან თუ ჩვენს რეგიონში ინვესტირებით დაინტერსებული სხვდასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობების გაჩენა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

– „ქუდოს ჯორჯია“ პარტნიორობას უწევს Projects.org.ge–ს. ეს არის საიტი, სადაც თითქმის ყველა ინფორმაციაა განთავსებული გრანტებისა და ინვესტიციების შესახებ. როგორია თქვენი კომპანიების პარტნიორობის ფორმატი და რა მიზანს ემსახურება ის?

Projects.org.ge-ის ონლაინ პლატფორმაზე განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დონორების მიერ გამოცხადებული საგრანტო და საკონკურსო პროექტების შესახებ.

Projects.org.ge-ის გუნდთან „ქუდოს ჯორჯიას“ თანამშრომლობა გულისხმობს მათთან განხორცილებული განაცხადების საფუძვლიანი და პროფესიონალური დამუშავების უზრუნველყოფას, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს განაცხადის მომზადების ხარისხი, რაც გაზრდის მისი დაფინასების შესაძლებლობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა