მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს 200-ლარიანი ვაქცინაციის წახალისების მექანიზმი? - გაბუნია

619e1563a4513
ინგა მურუსიძე
24.11.21 14:33
460
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, 200-ლარიანი წახალისების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ პენსიონერებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა როგორც გაბუნია ამბობს, ეს საკმარისი მაინც არ არის.

როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობა, აცრის შემდეგ 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

„რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, ორშაბათს აცრების მაჩვენებელი პირველად მიუახლოვდა 10 000-სს. 8 ნოემბრის შემდეგ, რაც გააქტიურდა 200-ლარიანი წახალისების პროგრამა, აღმოჩნდა გარკვეული სტიმული და ამ ჯგუფში ვაქცინირებულების მაჩვენებელმა მოიმატა, თუმცა ჯერჯერობით მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 35-37%-ია, რაც სასურველია გაიზარდოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.