02.ოქტომბერი .2019 00:05

როგორ მუშაობს ჩინეთის პოლიცია დრონებით - მოწყობილობით 17 წლიან ძებნაში მყოფი დააკავეს

views 1124
უკან

ჩინეთის პოლიციამ დრონების დახმარებით კრიმინალი დააკავა, რომელიც ტყეში, სამალავში იყო გახიზნული. მამაკაცი უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ის ცივილიზაციისგან მოწყვეტილი, ტყეში გაკეთებულ გამოქვაბულში იყო დამალული.


სურათებში, რომლებიც ჩინეთის პოლიციამ გამოაქვეყნა, ჩანს, ჭაღარათმიანი კაცი. სამართალდამცველების განცხადებით, ის 63 წლის სონგ ჯიანგია, რომელიც ამდენ ხნიანი იზოლაციის შემდეგ, არაკომპეტენტური და გონებრივად არასტაბილურია.




სონგი ტრეფიკინგშია ბრალდებული. ის ქალებსა და ბავშვებს იტაცებდა და ყიდდა. 2002 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციხიდან გაქცევა მოახერხა, ძებნაში იყო.


 






ამდენი ხნის განმავლობაში პოლიცია მას წარუმატებლად ეძებდა. სექტემბრის დასაწყისში გამომძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ძებნილი სავარაუდოდ, მის მშობლიურ მხარეში, ჩინეთის იუნანის პროვინციაში იმალებოდა. პოლიციამ ტყეში სამძებრო სამუშაოები აწარმოა, თუმცა სონგის კვალს ვერ მიაკვლიეს.




შემდეგ კი ტერიტორიაზე დრონები გაუშვეს, რამაც 17 წლის განმავლობაში ძებნილი და დამალული იპოვა. პოლიციამ სამალავი ალყაში მოაქცია და სონგი აიყვანა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა, როგორც ის აცადებს, 17 წლის განმავლობაში იგი გამოქვაბულში ცხოვრობდა.


 




აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პოლიცია მაღალი ტექნოლოგიის დრონებს უკვე რამდნიმე წელია წარმატებულად იყენებს. აპარატების წყალობით სამართალდამცველებს არაერთი დანაშაულის გახსნა შეეძლოთ.