მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ციფრული ადაპტაციის პლატფორმა Adapter-ი?

5e81b04ada0d6
BM.GE
30.03.20 12:51
1159

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter-ი ჩაეშვა.  უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა, ბიზნესები მთელი მსოფლიოს გარშემო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა. როგორ მოხდეს კომპანიის საქმიანობის ტრანსფორმაცია, ისე, რომ არ შეფერხდეს და არ შეწყდეს მისი ძირითადი საქმიანობა. მრავალი ბიზნესისთვის ეს სწორედ ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებაა. პლატფორმა Adapter-ი ბიზნესებს დაეხმარება, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. საუბარია დახმარებაზე როგორც ონლაინ გაყიდვების დაწყების მიმართულებით, ასევე მარაგების მართვის, საბანკო სერვისების, დისტრიბუციის და ლოგისტიკის მიმართულებებით. 

"საქართველოს ბანკის" ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი ანდრო რატიანი პასუხობს bm.ge-ის კითხვებს, თუ ვინ შეიძლება Adapter-ის პლატფორმაში ინტეგრირდეს რა უპირატესობის მოტანა შეუძლია ციფრულ ტრანსფორმაციას.

როგორ მუშაობს ადაპტერი?

"ადაპტერი არის ბიზნესისთვის შექმნილი ციფრული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მიზანია, დაეხმაროს ბიზნესს მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდეს დღეს შექმნილ რეალობასთან და ამ მოცემულობაშიც გააგრძელოს ბაზარზე ოპერირება ჩვეულ რეჟიმში. ამ დროისათვის ადაპტერი აერთიანებს მზა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც დაეხმარება ბიზნესს ვაჭრობის საოპერაციო მხარის სწრაფად გაციფრულებაში. ეს გადაწყვეტებია:

საბანკო სერვისები, როგორიც არის მრავალფეროვანი ციფრული გადახდის მეთოდები - საქართველოს ბანკისგან;
Extra.ge - სავაჭრო მულტივენდორული ციფრული მარკეტფლეისი;
მარაგებისა აღრიცხვისა და მართვის ხელსაწყო - Optimo.

შედეგად, ადაპტერი სრულად ფარავს დღევანდელ რეალობაში ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებს, რითაც საშუალებას აძლევს მათ, მაქსიმალურად დააჩქარონ ციფრული ადაპტაციის პროცესი."

ვინ შეიძლება გახდეს ადაპტერის მომხმარებელი?

“ადაპტერში ჩართვა შეუძლია ყველა იმ კომპანიას და მეწარმეს, რომელიც ვაჭრობის სექტორში მოღვაწეობს და სურს განაგრძოს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად.

ყველას, ვისაც აქამდე არ ჰქონია ელექტრონული კომერციის გამოცდილება ან საჭიროება, ყველას, ვისაც დღევანდელ დღემდე მომხმარებელთან მხოლოდ ფიზიკური წვდომა ჰქონდა.

ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში სრულად არის ჩართული მულტივენდორული პლატფორმა - Extra.ge, რომელიც საკუთარი ვებგვერდისა და ციფრული არხების მეშვეობით, ხელს უწყობს პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ გაციფრულებას და გაყიდვების ზრდას.

ნივთის შეძენის შემდგომ, მის სწრაფ მოწოდებასაც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი კურიერები განახორციელებენ, რომლებიც დადგენილი უსაფრთხოების ნესების მიხედვით არიან აღჭურვილნი. ელექტრონული კომერციის ეფექტურად წარმოებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გაყიდვების, მარაგების და საოპერაციო საქმიანობის აღრიცხვა, რაშიც ადაპტერში ჩართულ კომპანიებს - OPTIMO დაეხმარება.

გაყიდვებისა და მარაგების მართვის ციფრული სისტემა საგრძნობლად უმარტივებს ბიზნესებს, შესყიდვების და გაყიდვების პროცესს, ისევე როგორც მარაგების აღრიცხვასა და კონტროლს. OPTIMO-ს ტექნიკური მხარდაჭერის გუნდიც 24/7 მუშაობს დისტანციურ რეჟიმში, რათა ბიზნესებმა უსწრაფეს რეჟიმში შეძლონ ციფრულ სამყაროში ინტეგრაცია და საკუთარი საქმიანობის მართვა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

შესაბამისად, ადაპტერის პროგრამაში გაერთიანებული კომპანიების რესურსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ მზად ვართ, მსგავსი საჭიროების მქონე ბიზნესების სრულად აღმოვუჩინოთ მხარდჭერა.”

რა სარგებელი მოაქვს სერვისის/პროდუქტის მიწოდების გაციფრულებას?

“ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო ძალიან სწრაფად შეცვალა. ვმუშაობთ სახლიდან, ერთმანეთს ვეკონტაქტებით სახლიდან, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებსა და სხვა ნებისმიერ ნივთსაც ვყიდულობთ სახლიდან.

ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ დისტანცირების აუცილებლობის მიუხედავად, ჩვენი, როგორც მომხმარებლის ძირითადი მოთხოვნილებები არ შეცვლილა.

რასაკვირველია, დისტანცირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა უამრავ ბიზნესს, მეწარმესა თუ ინდივიდს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ იყო დამოკიდებული მიმოსვლასა და ეკონომიკურ აქტივობაზე, იქნებოდა ეს ვაჭრობა, მომსახურება თუ სხვა, მაგრამ ეს გამოწვევა დაძლევადია.

ბიზნესებს დღეს უსწრაფეს რეჟიმში ესაჭიროებათ დახმარება ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციაში, რათა შექმნილი გარემოება არ იქცეს მათი ეკონომიკური სტაგნაციის მიზეზად. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი მაქსიმალურად გავუზიაროთ ბიზნესებს, მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის, გადარჩენისა და განვითარებისთვის.

რა ვადაში შეძლებენ ბიზნესები ციფრულ გადაწყობას? რამდენად ხანგრძლივია გადაწყობის პროცესი?

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ეს საკითხი დამოკიდებულია კონკრეტული ბიზნესის მახასიათებლებზე, როგორიც არის მისი ზომა, მასშტაბები, რომელ კატეგორიაში ოპერირებს და ა.შ.
ჩვენი პასუხი არის - მაქსიმალურად ჩქარა!

ადაპტერში გაერთიანებული კომპანიების მიმართ "საქართველოს ბანკი" სრულ მზაობას გამოვთქვამთ და ჩვენს რესურსებს ამ პროექტისაკენ მივმართავთ, რათა ციფრული ადაპტავციის პროცესები წავიდეს სწრაფად, მოწესრიგებულად და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ," - გვპასუხობს ანდრო რატიანი.