23.მარტი .2020 11:26

როგორ მუშაობს „ჯორჯიან მანგანეზი“ COVID 19-ის პირობებში - კომპანიის განცხადება

views 183
უკან

„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„კომპანიამ ქვეყანაში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან შემდგომი ღონისძიებების გატარება დაიწყო:
- „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულებს რესპირატორული საშუალებები დაურიგა;

- უზრუნველყოფილია ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იმ მიკროავტობუსებში, რომლითაც კომპანია დასაქმებულთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს;

- „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულთათვის სავალდებულოდ განისაზღვრა პირბადის მუდმივად ტარება, სამუშაო ადგილზე გამოცხადებიდან საცხოვრებელ ადგილებამდე დაბრუნებამდე;

- „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა საწარმოო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება, ტერიტორიები მუშავდება სპეციალური ხსნარით, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები;

- საწარმოო ობიექტებზე განთავსებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ინსტრუქციები;

- კომპანიამ ათი ათასამდე ლიტრი სადეზინფექციო საშუალება შეიძინა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაშია და იმედოვნებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან გამკლავებას დროულად შეძლებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა