20.მარტი .2021 23:59

როგორ ნაწილდება $617 მილიონის FDI საქართველოს რეგიონების მიხედვით - რეიტინგი

როგორ ნაწილდება $617 მილიონის FDI საქართველოს რეგიონების მიხედვით - რეიტინგი
views 1769
უკან

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 616.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. საქსტატის განმარტებით, FDI-ის შემცირების უმთავრესი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი აქტივების საქველმოქმედო ფონდ “ქართუსთვის” ჩუქება გახდა, რამაც FDI, დაახლოებით, 300 მლნ დოლარით შეამცირა.

ასეთი მცირე მოცულობის უცხოური ინვესტიცია საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ამდენად, ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

Bm.ge დაინტერესდა, როგორ ნაწილება $617 მილიონის FDI საქართველოს რეგიონების მიხედვით. საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დედაქალაქში ჩაიდო.

1. თბილისი - $272,5 მლნ
2. აჭარა - $129,7 მლნ
3. ქვემო ქართლი - $83 მლნ
4. სამეგრელო-ზემო სვანეთი - $36 მლნ
5. სამცხე-ჯავახეთი - $27 მლნ
6. მცხეთა-მთიანეთი - $25.9 მლნ
7. იმერეთი - $23 მლნ
8. შიდა ქართლი - $17 მლნ
9. კახეთი - $1.3 მლნ
10. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - $1.2 მლნ
11. გურია - $0.5 მლნ.

საქსტატის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა "საგარეო ეკონომიკური საქმიანობის" სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტიური მისამართების მიხედვით.

რაც შეეხება საფინანსო სექტორს (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები), მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე. გარდა ამისა, შარშან დედაქალაქში ყველაზე მეტი FDI კავშირგაბმულობასა და უძრავ ქონებაში ჩაიდო.

მშენებლობა, ენერგეტიკა, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს ის სამი დარგია, სადაც გასულ წელს უცხოელმა ინვესტორებმა ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს.

ქვემო ქართლს რაც შეეხება, რომელიც რეიტინგში მესამეა, საქსტატის თანახმად, აქ ყველაზე მეტი FDI სამთომოპოვებით მრეწველობაში განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა