მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ნაწილდება საქართველოს ექსპორტი დსთ-სა და ევროკაშირში - 10 თვის მაჩვენებელი

5dd3993b99688
თელარა გელანტია
19.11.19 11:30
820
საქსტატის წინასაწრი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 685.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.2%-ით მეტია და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6%-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში იმპორტის მოცულობამ 1 889.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (9.0%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 25.8%-ია. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 574.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 610.6 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 22.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 927.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (12.5%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3%-ია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 537.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6%-ით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.4% იყო.

ცნობისთვის: 2019 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 10.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.1%-ით შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარი იყო (10.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 7 331.2 მლნ აშშ დოლარი (3.1%-ით ნაკლები).