ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ის ლარის კურსის მერყეობას იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორში აღმასრულებელ თანამდებობაზე იქნებოდა, უპასუხა, რომ ბიზნესის წარმომადგენლის პოზიციიდან საუბარი და კრიტიკა ბევრად მარტივია.
“ბიზნესის წარმომადგენლები გაცილებთ თავისუფლები არიან და არც მოეთხოვებათ მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური კომპეტენციის გამომჟღავნება. მათ ეს არც სჭირდებათ.
კრიტიკა იოლია, მაგრამ ფაქტი ერთი რამე არის, რომ იცით პანდემიამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს, ანუ ჩვენი მომსახურების ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პოტენციალს. ეს კი ლარზე ზეწოლას ახდენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად რაც პანდემია დაიწყო ეს ზეწოლა არსებობს ლარზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს შევძლებთ ტურიზმის ნახევარი დავიბრუნოთ. 40-50% თუ დაბრუნდა ტურისტის ეს დიდი საქმე იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტური იქნება. უშუალოდ ტურიზმის შემოსავლები კიდევ სხვა თემაა, რადგან $3 მილიარდი როდესაც იყო ამ მხრივ შემოსავალი, ის იმპორტსაც ასტიმულირებდა და წმინდა შემოსავალი შეიძლება უფრო $1-1.5 მილიარდი დოლარი გვეფიქრა რომ იყო ამ მიმართულებიდან. შესაბამისად, მისი ნახევარის აღდგენაც ძალიან დიდი საქმეა. ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა გაააჩენს პოზიტიურ სიგნალებს ინვესტორებში, ეკონომიკაში და რასაკვირველია ეს ყველაფერი ლარზეც აისახება,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კითხვაზე ფისკალური თვალსაზრისით იძლევა თუ არა არსებული ვითარება 2021 წლამდე მშვიდად ყოფნის საფუძველს, ფინანსთა მინისტრი 2021 წლამდე ივანე მაჭავარიანი პასუხობს, რომ მთავრობის მიერ დახმარების სახით მობილიზებული $1.6 მილიარდიანი პაკეტი სწორედ ამის გარანტორი იქნება.
“მე მინდა გითხრათ, რომ ფისკალურად მშვიდად ვართ და დაცულები ვართ, როგორც 2020-ში, ასევე 2021 წელსაც. დაცულობა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა იმ მთავარ, მიმდინარე პროექტს და ახალ დაანონსებულ პროექტს, როგორიცაა მაგალითად პენსიების მატება, ინდექსაციის მეშვეობით, ამ პროექტებს არაფერი არ ემუქრება. არც პენსიებს და არც სოციალური ვალდებულებების და სხვა პროგრამების შესრულებას არ ემუქრება არაფერი. ასევე არაფერი არ ემუქრება არცერთ მეტნაკლებად მსხვილ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაზეც უკვე ვალდებულება გვაქვს აღებული და რომელთა განხორციელებაც უკვე იმპლემენტაციის პროცესშია, ან დაგეგმილია და გაისად უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება. ამ ნაწილში დაგვეხმარება ის ფინანსები რაც მოვიპოვეთ და მოვიპოვეთ მეტობით,”- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
კითხვაზე თუ მოხდა ყველა ამ სასესხო შეთანხმების გაფორმება და რატიფიცირება ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ამ დროისთვის $1.2 მილიარდის დახმარებაზე ხელი უკვე მოწერილია.
“ამ მომენტისთვის 1.2 მილიარდ დოლარზე მეტზე უკვე ხელი მოწერილია და დაახლოებით $400 მილიონი დოლარის რესურსის შესახებ უკვე პრაქტიკულად მოლაპარაკებები დასრულებულია და რატიფიცირებები დაიწყება. შეიძლება ახალ პარლამენტს მოუწიოს პირველივე სესიაზე მათი რატიფიცირება. შესაბამისად ეს არის $1.6 მილიარდი დოლარის მიდამოში,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას