მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა პანდემიამ ახალ ბინებზე ფასები თბილისის უბნებში - Galt & Taggart კვლევა

5f2aa2990bc40
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.20 18:20
4329
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მაისსა და ივნისში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ახალი ბინების ღირებულება შემცირდა. მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მაისსა და ივნისში ფასებმა, აპრილში ერთჯერადი ზრდის შემდეგ იკლო.

„ბინების ფასის ზრდა 2020 წლის აპრილში ერთჯერადი იყო, რაც გაყიდვების ძალიან მცირე მოცულობისა და ერთეული პრემიუმ ტრანზაქციების საშუალო ფასით იყო გამოწვეული”, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
 
„ახალი ბინების ფასი 2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით აშშ დოლარში 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო მაისში 11.3%-ით, ხოლო ივნისში 9.5%-ით შემცირდა. ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური.


საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები უბნების მიხედვით 2020 წლის მე-2 კვარტალში შემდეგნაირად შეიცვალა:

• მთაწმინდა 1 346 დოლარამდე (+21% წ/წ)
• ვაკე - 896 დოლარამდე (-6% წ/წ)
• საბურთალო - 790 დოლარამდე (-5% წ/წ)
• ნაძალადევი - 585 დოლარამდე (+7% წ/წ)
• გლდანი - 561 დოლარამდე (+6% წ/წ)“, - ნათქვამია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.