28.ივლისი .2020 10:15

როგორ შეცვალა პანდემიამ „თიბისი ლიზინგის“ გეგმები?

views 401
უკან

"თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორის გაგა გოგუას განცხადებით, წელს კომპანიას პორტფელის ნახევარ მილიარდ ლარამდე ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, გეგმის 70%-80%-ით შესრულებას მოახერხებენ.

მისი თქმით, ლიზინგის სექტორი 2019 წელს ორჯერ გაიზარდა, მაგრამ პანდემიამ წელს ტემპი შეანელა.

"თუმცა მომავალი წელი უკვე ამბიციური უნდა გვქონდეს. ვაპირებთ, იგივე გეგმებით გავაგრძელოთ საქმე, რაც წელს გვქონდა. მეტიც, შექმნილ გამოწვევებს შესაძლებლობად გამოვიყენებთ და მომხმარებლებს ჩვენს სერვისს სრულად ციფრული გზებით შევთავაზებთ“, - აცხადებს „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორი.

ამასთან, გაგა გოგუას ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ლიზინგზე მოთხოვნა 30%-ით შემცირდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, ბაზარზე ბოლო თვეებში პოზიტიური ნიშნებია. „დაახლოებით, 20%-იანი ზრდაა წინა თვეებთან შედარებით“, - აღნიშნა მან.

როგორც გოგუა ამბობს, მოთხოვნა, ძირითადად, ავტომობილების, სამშენებლო და აგრო სექტორებშია გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა